თბილისში დასრულდა კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ტურნირის მეექვსე ტურის შეხვედრა A ჯგუფში მყოფ საქართველოს და ესპანეთის ნაკრებ გუნდებს შორის.
საქართველო მატჩის პირველ მეოთხედში 18 ქულით ჩამორჩა და წონასწორობის აღდგენა მატჩის ბოლო წუთს შეძლო, შეხვედრის დასრულებამდე 22,9 წამით ადრე კი წინ გავიდა - 83:81.
დარჩენილ წამებში ესპანეთმა გაათანაბრა ანგარიში და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა.
ოვერტაიმის დასრულებამდე 19,1 წამით ადრე საქართველო დაწინაურდა - 93:91
საქართველო - ესპანეთი 83:83 (14:32, 24:20, 19:19, 26:12) ოვერტაიმში 93:91
ცხადია, გამარჯვება კოლექტივმა მოიპოვა, თუმცა, შეუძლებელია არ გამოიყოს შენგელიას და რიდის ბრწყინვალე თამაში, მათ გუნდს 69 ქულა (37+32) მოუტანეს.

საქართველო ესპანეთთან და უკრაინასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის სამი საგზურისთვის ბრძოლას B ჯგუფის სამ საუკეთესო გუნდთან (მათი ვინაობა ამ საღამოს გახდება ცნობილი)




