ინგლისის პრემიერლიგაში ოცდამესამე ტურის შეხვედრები გრძელდება.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“, რომელმაც შარშან სეზონი მეთხუთმეტე ადგილზე დაასრულა, წელს, როგორც ჩანს, კრიზისი დასძლია და უეფას ჩემპიონა თასზე მოსახვედრი ადგილისთვის იბრძვის.

„წითელმა ეშმაკებმა“ ოცდამესამე ტურში გულშემატკივრები ლონდონში „მეთოფეებთან„ გამარჯვებით გაახარეს.

„არსენალი“ -„მანჩესტერ იუნაიტედი“ 2:3(1:1)
გოლები: 29' ლისანდრო მარტინესი 1:0, 37' ბრაიან მბეუმო 1:1, 50' პატრიკ დორგუ 1:2, 84' მიკელ მერინო 2:2, 87' მათეუს კუნია 2:3


„ნიუკასლი“ - „ასტონ ვილა“ 0:2(0:1)

„კრისტალ პალასი“ - „ჩელსი“ 1:3(0:1)

„ბრენტფორდი“ - „ნოტინგემი“ 0:2(0:1)