იტალიის სერია A-ში მეხუთე ტურის შეხვედრები გრძელდება.

ფროსინონემ „სტადიო ბენიტო სტირპეზე“ სერია A-ში ზედიზედ მეორე საშინაო გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ეს პირველად მოხდა 2023 წლის შემდეგ და მან დამარცხება მიმდინარე სეზონში წაუგებლად მოასპარეზე „კომოსთან“ მოიპოვა.  

შეხვედრა სტუმრების უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა მასპინძელთა მეკარემ, flsashscore-ს ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა ლორენცო პალმისანიმ მასპინძლები არაერთხელ გადაარჩინა გოლს და კარი მშრალად შეინახა. მასპინძლებმა თავიანთ შანსები ხელიდან არ გაუშვეს და ჯაკომო კალომ გაიტანა, შემდეგ კი გიორგი კვერნაძემ.  

გიორგი კვერნაძემ (ფლასჰსცორე - 8.0) გოლი გაიტანა ეს მისი სერია A-ში ზედიზედ მესამედ გატანილი გოლია.
„ფროსინონე“ - „კომო“ 2:0(2:0)
გოლები: 14' ჯაკომო კალო 1:0, 45+3' გიორგი კვერნაძე 2:0



მასალა ბოლოს შეივსო და განახლდა 20:03 საათზე

მოამზადა რაულ კაპანაძემ