საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასათვის" ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე სპორტული სივრცე მოეწყო.
ტრადიციულად წელსაც 26 მაისთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასათვის" ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე სპორტული სივრცე მოეწყო, სადაც მოქალაქეებს სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ.
მთელი დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე მოწყობილ სპორტულ სივრცეში სხვადასხვა გასართობი თამაში და სპორტის სახეობა იყო წარმოდგენილი, კერძოდ:
• ქუჩის კალათბურთი;
• მინი-ფეხბურთი;
• სახალისო ხელბურთი;
• სახალისო ბეისბოლი;
• მაგიდის ჩოგბურთი;
• ამერიკული ფეხბურთი;
• ნარდი;
• შაში;
• ჭადრაკი;
• გო.
აღსანიშნავია, რომ სპორტულ სივრცეში მოქალაქეები ვეტერან და მოქმედ ცნობილ ქართველ სპორტსმენებს შეხვდნენ. მოეწყო სპეციალური ვიქტორინა, რომელში გამარჯვებულებმაც საჩუქრად სპორტსმენების ხელმოწერით მაისურები მიიღეს.
რუსთაველის გამზირზე მისულ მოქალაქეებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ სპეციალურად მომზადებული ბანერები, სადაც ქართველი სპორტსმენებისა და ეროვნული ნაკრებების მიღწევების შესახებ იყო წარმოდგენილი ინფორმაცია.