ლას-ვაგასში ჭიდაობაში 23 წლამდე ახალგაზრდათა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს.

დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალურ ორთაბრძოლებში გადასასვლელად 57-65-70-79-97 კგ წონითი კატეგორიის თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იბრძოდნენ. ხუთიდან ოთხმა ქართველმა მოჭიდავემ ფინალურ ბლოკში მონაწილეობის უფლება დაკარგა, ერთმა, კონსტანტინე პეტრიაშვილმა კი ნახევარფინალში წააგო და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

კონსტანტინე პეტრიაშვილმა (97კგ) საკვალიფიკაციო წრეში იაპონელი შუჩირო სატო 11:0 დაამარცხა, მერვედფინალში 10:0 მოუგო ფრანგ აშაბ დადაევს, მეოთხედფინალში კი ასეთივე ანგარიშით ჩინელი იუანჩონგ იანგს სძლია.

ნახევარფინალში კონსტანტინე პეტრიაშვილი პირველი პერიოდის შემდეგ 1:0-ს იგებდა შარშან 20 წლამდე ასაკის მოჭიდავეთა ნახევარფინალში 5:16-ზე დამარცხებულ ამერიკელ ჯასტინ რადენმარხერთან, მაგრამ მეორე ნახევარში მსოფლიო ჩემპიონმა 5 ქულა აიღო და გაიმარჯვა.

ფინალში ჯასტინ რადემახერი რუს ტახირ ხანიევ შეხვდება. ამ უკანასკნელმა საკვალიფიკაციო წრეში 10:0 მოუგო ინდოელ შივას, მერვედფინალში და მეოხედფინალში კი ასეთივე ანგარიშით ბულგარელ ვლადისლავ კაზლოვს და სომეხ გურგენ სიმონიანს სძლია. 

ნახევარფინალში ტახირ ხანიევმა დაძაბულ ბრძოლაში ირანელ მოჰამედ მობინი აზიმისათან 14:9 გაიმარჯვა.

ცნობისთვის, ხანიევი და აზიმი 23 წლისანი არიან, რადემახერი 21 წლის, პეტრიაშვილი კი 18 წლის.


მოამზადა რაულ კაპანაძემ