ამის შესახებ ხვიჩა კვარაცხელია ექსკლუზიურად Le Parisien-თან ინტერვიუში საუბრობს. 

სანამ კლუბი დამიკავშირდებოდა, ნიცა სულ მეუბნებოდა: „წარმოიდგინე, ერთ დღესაც PSG-ში რომ ითამაშო, იქ ცხოვრება დაუჯერებელი იქნებაო...“

სხვა ვარიანტები და შემოთავაზებებიც მქონდა, მაგრამ იმ გზამ, თუ როგორ წარმომიდგინეს პროექტი მწვრთნელმა და სპორტულმა დირექტორმა, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. არ მიყოყმანია, ჩემს აგენტს უბრალოდ ვუთხარი, რომ PSG-ში გადასვლა მინდოდა.

უპირველეს ყოვლისა, შეუძლებელი იყო უარის თქმა და მეუღლის იმედგაცრუება...

დიდი სიამაყეა, რომ ახლა „პარიზელ ქართველად“ მიცნობენ.

როცა ჩემი ნაირი პატარა ქვეყნიდან მოდიხარ და მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გუნდში ხვდები, ეს ნამდვილი ოცნებაა! „ნაპოლიში“ გადასვლაც უკვე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და ამით ვამაყობდი, მაგრამ PSG-ს ზარმა მაგრძნობინა, რომ ნამდვილად მსოფლიო დონის მოთამაშე ვარ.