წუხელ, გვიან საღამოს, სტამბოლის ათათურქის სახელობის ოლიმპიურ სტადიონზე, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი გაიმართა.

 უეფას ჩემპიონთა ლიგის 2022-23 წლების გათამაშების ფინალურმა შეხვედრამ „მანჩესტერ სიტის" და „ინტერს" შორის საინფორმაციო სააგენტოების ყურადღება მატჩზე დამსწრე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტ მუჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანის ძმის, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტის, ვიცე პრემიერ-მინისტრის, საპრეზიდენტო სასამართლოს მინისტრის, მილიარდერ მანსურ ბინ ზაიდ ალ ნაჰაიანის გამოც მიიპყრო.

შეიხმა მანსურმა „მანჩესტერ სიტი" ტაილანდის ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან,  ტაქსინ შინავატრასგან 2008 წელს იყიდა და 15 წლის განმავლობაში ერთადერთხელ გუშინდლამდე, 2010 წელს „ლივერპულთან" 3:0 მოგებული მატჩის დროს, ესწრებოდა საკუთარი გუნდის შეხვედრას.

2008 წლიდან დღემდე „მანჩესტერ სიტი" 7-ჯერ იყო პრემიერლიგის ჩემპიონი და 6-ჯერ საფეხბურთო ლიგის თასის მფლობელი, მაგრამ არ ჰქონდა მოგებული ევროპული ტურნირი. 

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად ესწრებოდნენ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი მუჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი, მისი ძმა, „მანჩესტერ სიტის" მფლობელი, მანსურ ბინ ზაიდ ალ ნაჰაიანი და საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ სიტის" პრეზიდენტი ხალდუნ ხალიფა ალ მუბარაქი. 

მუჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანისგან რეჯეფ თაიფ ერდოღანს სამახსოვრო საჩუქარი, „მანჩესტერ სიტის" ემბლემიანი შარფი გადასცა.   








მატჩის დაწყებამდე თურქეთის პრეზიდენტმა  უეფას პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი, შემდეგ კი ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მიიღო. ამ უკანასკნელმა ერდოღან სამახსოვრო მაისური გადასცა.