მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირის F ჯგუფში ბოლო ტურის შეხვედრები დასრულდა.

ჯგუფის ლიდერმა პორტუგალიამ სახლში სომხეთი გაანადგურა და მსოფლიო ჩემპიონატის პირდაპირი საგზურის მფლობელი გახდა.

პორტუგალია - სომხეთი 9:1(5:1)
გოლები: 7' რენატო ვეიგა 1:0, 18' ედუარდ სპერტსიანი 1:1, 28' გონსალუ რამოში 2:1, 30' და 41' ჟოაუ ნევეში 3:1 და 4:1, 45+3' ბრუნუ ფერნანდეში, თერთმეტმეტრიანიდან 5:1, 52' ბრუნუ ფერნანდეში 6:1, 72' ბრუნუ ფერნანდეში, თერთმეტმეტრიანიდან 7:1, 81' ჟოაუ ნევეში 8:1, 90+2' ფრანცისკო კონსეისაო 9:1

ბუდაპეშტში ირლანდიამ უნგრეთს 90+6' წუთზე გაუტანა გოლი და „პუშკაშ არენაზე“ მყოფი უნგრეთის ნაკრების გულშემატკივრები დაადუმა.

უნგრეთი - ირლანდია 2:3(2:1)
გოლები: 3' დანიელ ლუკაჩი 1:0, 15' ტროი პეროტი, თერთმეტმეტრიანიდან 1:1, 37' ბარნაბას ვარგა 2:1, 80' და 90+6' ტროი პეროტი 2:2 და 2:3

ინგლისის, ხორვატიის და საფრანგეთის შემდეგ პორტუგალია ევროპიდან მეოთხეა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის პირდაპირი საგზური მოიპოვა, ირლანდიამ კი ალბანეთთან და ჩეხეთთან ერთად პლეიოფში თამაშის უფლება მიიღო.

მასალას უეფას მიერ მომზადებული ვიდეო უეფას საიტზე განთავსების შემდეგ მიებმება.