ილია თოფურია, UFC-ს სხვა მებრძოლებთან ერთად, თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა.
აშშ-ს პრეზიდენტმა იმ მებრძოლებს უმასპინძლა, რომლებიც 15 ივნისს თეთრ სახლში დაგეგმილ UFC-ს ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. ტურნირი აშშ-ს დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნება.
ილია თოფურია ორგანიზაციის მსუბუქი დივიზიონის (70კგ) ქამრისთვის ბრძოლაში ამერიკელ ჯასტინ გეიჯის შეხვდება.
„მადლიერი ვარ, რომ საშუალება გვეძლევა, სპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ჩავატაროთ. მადლობა უფალს ამ საოცარი დღისთვის და ოვალურ ოფისში ყოფნის დაუვიწყარი გამოცდილებისთვის“, – მიმართა თეთრ სახლში მყოფმა ილია თოფურიამ დონალდ ტრამპს.
„ილია – ვისზეც ამბობენ, რომ მასზე გამძლე არავინ არსებობს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა ქართველის შესახებ.
„არასდროს მეგონა, რომ ასეთი კეთილი იქნებოდით, გულწრფელად“, – განაცხადა თოფურიამ.
„ჩემზე მცდარი წარმოდგენა აქვთ“, – უპასუხა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ს პრეზიდენტმა თოფურიას მომავალი ბრძოლის შესახებაც ჰკითხა: „კარგად იცნობ მოწინააღმდეგეს? თავს კარგად გრძნობ? როგორია გამარჯვების შანსი“?
„ვიცი, ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეა. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. სრული რწმენა მაქვს, 100 პროცენტით. მასაც სრული რწმენა აქვს, ამიტომ შესანიშნავი ბრძოლა იქნება“, – უპასუხა თოფურიამ.



JUST NOW: UFC Featherweight Champion Ilia Topuria thanks President Trump for the "opportunity to build the biggest event in sports history."
— Fox News (@FoxNews) May 6, 2026
TOPURIA: "I also want to thank God to give us this beautiful day and to to give us the opportunity to experience how it feels to be in our… pic.twitter.com/t408wQiF5D










