დღეს, ბაქოში თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა პარიზის ოლიმპიური თამაშების ბოლოსწინა სალიცენზიო ტურნირზე 12 საგზური გაინაწილეს.
საქართველოდან ლიცენზიებისთვის მებრძოლი ოთხი მოჭიდავიდან ლიცენზიის მოპოვება მხოლოდ ერთმა შეძლო.
65 კგ წონაში 65 კგ წონაში გოდერძი ძებისაშვილმა პირველ შეხვედრა მეოთხე ნომრად განთესილ შვეიცარიელ ნინო ლოიტერს 4:1 მოუგო, მეორეში უკრაინელი ერიკ არუშანიანთან 2:2 დამთავრებულ შეხვედრაში მიენიჭა გამარჯვება,მესამე გადამწყვეტ შეხვედრაში კი პირველ ნომრად განთესილ მოლდაველ მაქსიმ საკულტანს 2:1 მოუგო და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოუპოვა.
86 კგ წონაში ვლადიმერ გამყრელიძემ მერვედფინალში პირველ ნომრად განთესილ თურქ ოსმან გოჩენს სძლია 9:3 სძლია, მეორეში 6:0 მოუგო სლოვაკ ბორის მაკოევს, ნახევარფინალში კი ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე რუს არტურ ნაიფონოვთან 0:4 დამარცხდა.
57კგ წონაში პირველ ნომრად განთესილმა რობერტ დინგაშვილმა მაკედონიელ ვლადიმირ ეგოროვთან 2:3 წააგო, 74 კგ წონაში გიორგი ელბაქიძემ საკვალიფიკაციო წრეში მალიკ მაიკლ ამინი (სან-მარინო) 10:0 დაამარცხა, შემდეგ კი მეოთხე ნომრად განთესილ მურად კურამაგომედოვთან 2:5 დამარცხდა.
ამრიგად, ბოლო, სტამბოლის საკვალიფიკაციო ტურნირის წინ ქართველ თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს 3 ლიცენზია აქვთ 6-იდან, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს კი ერთი.