საფრანგეთის ლიგა 1-ში მეცხრე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.
გიორგი მიქაუტაძის ლიონის „ოლიმპიკმა" (იგივე „ლიონმა") სახლში „ოსერი" მიიღო და შეხვედრა ფრედ, 2:2 დაასრულა. მასპინძელთაგან ორივე გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ეს მისი პირველი გოლებია „ლიონის" შემადგენლობაში.
„ლიონი" - „ოსერი" 2:2(1:0)
გოლები: 45+5' გიორგი მიქაუტაძე, თერთმეტმეტრიანიდან 1:0, 47' სინალი დიომანდე 1:1, 62' გიორგი მიქაუტაძე 2:1, 72' ჰამედ ჟუნიორ ტრაორე 2:2
მასალა განახლებულია.