ესპანეთის ლა ლიგაში მეთოთხმეტე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ სან-სებასტიანში „რეალ სოსიედადს“ ესტუმრა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

გიორგი მიქაუტაძემ (Flashscore - 6.6) 68-ე წუთზე ჯერარ მორენო შეცვალა.

„რეალ სოსიედადი“ - „ვილიარეალი“ 2:3(0:1)
გოლები: 31' აიოზე პერესი 0:1, 57' ალბერტო მოლეირო 0:2, 60' კარლოს სოლერი 1:2, 87' ანდერ ბარენეჩეა 2:2, 90+5' ალბერტო მოლეირო 2:3