ესპანეთის ლა ლიგაში მეთერთმეტე ტურის შეხვედრები გრძელდება.
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია" გასვლაზე ერთ-ერთ უშუალო კონკურენტთან შეხვედრაში მოპოვებული მინიმალური ერთბურთიანი უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო და შეხვედრა ფრედ დაასრულა.
მასპინძლებმა პირველ ტაიმში გაშვებული ბურთი 90-ე წუთზე თერთმეტმეტრიანიდან გაქვითეს, 90+5 წუთზე კი ორჯერ ზედიზედ მიიღეს კარის აღების ბრწყინვალე შანსი და ორჯერვე გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე თამაშის შედეგად დარჩნენ იმედგაცრუებულები.
„ხეტაფე" - „ვალენსია" 1:1(0:1)
გოლები: 36' ენცო ბარენეჩეა 0:1, 90' მაურო არამბარი, თერთმეტმეტრიანიდან 1:1