გერმანიისა და ბრაზილიის ნაკრებებმა ამხანაგური მატჩი დაგეგმეს, რომელიც 27 მარტს ბერლინში ჩატარდება.

10 მარტს, გერმანიის ეროვნული ნაკრების ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გაჩნდა წარწერა, რომელმაც შეახსენა ყველას, რომ თამაშამდე დარჩენილია 17 დღე. ამის მინაწერის ილუსტრაციისთვის გამოყენებული იქნა ფოტო, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრის ანგარიშია დაფიქსირებული, სადაც გერმანიამ ბრაზილიას 7:1 მოუგო.

ფოტოზე გამოსახულია აცრემლებული დევიდ ლუისი, რომელმაც გერმანიასთან თამაშის შემდეგ ემოციები ვერ მოთოკა და პირდაპირ ჟურნალისტებთან ატირდა.

ამ დაპირისპირების შემდეგ, გერმანია და ბრაზილია ერთმანეთს არ შეხვედრიან.