ექვსი ერის თასზე დღეს მეოთხე ტურის შეხვედრები იმართება.
მოულოდნელი შედეგით დასრულდა შეხვედრა ირლანდიაში, სადაც დუბლინის „ავივაზე“ ირლანდიელები ფრანგებს მასპინძლობდნენ.
მასპინძლებმა ბრწყინვალედ მოასპარეზე სტუმრების წინააღმდეგ ვერაფერი გააწყვეს და დიდი ანგარიში დამარცხდნენ.
ირლანდია - საფრანგეთი 27:42(6:8)
ოთხი ტურის შემდეგ ირლანდიელებს და ფრანგებს სამ-სამი გამარჯვება აქვთ. მათ შეიძლება წამოეწიოს ინგლისი, რომელიც ხვალ იტალიასთან თამაშობს.
ბოლო ტურში ირლანდია იტალიაში ითამაშებს, ინგლისი - უელსში, საფრანგეთი კი შინ შოტლანდიას მიიღებს.