უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე 2026 წლის სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს სახელით, 8 სპორტსმენთა შორის, ფოთელი სამბისტი, ჯაბა თურქია — 71 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. მწვრთნელები - კონსტანტინე ხუბუტია, ზურაბ ძაძამია. სკოლის მენეჯერი - გრიგოლ გუგუშვილი.
მან ოთხი ბრძოლა დამაჯერებლად მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი გახდა.
ფინალში კი ჯაბა თურქია ყაზახ მეტოქეს დაუპირისპირდა. ყაზახმა სპორტსმენმა შეხვედრის დაწყებიდან მე-20 წამზე შეჯიბრის გაგრძელება ვერ შეძლო.
აღსანიშნავია, რომ ჯაბა თურქიამ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორეჯერ მოიპოვა.




