ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ფიგურული სრიალის მსოფლიო ჩემპიონატზე კაცები მოკლე პროგრამით ასპარეზობდნენ და 24 ფინალისტს შორის მოსახვედრად იბრძოდნენ.

ქართველმა მოციგურავემ, ნიკა ეგაძემ, მოკლე პროგრამით ასპარეზობაში 78,94 ქულით მე-15 ადგილი დაიკავა და ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს. თუმცა, თავის საუკეთესო შედეგზე 16,73 ქულით ნაკლების ჩვენების შემდეგ მის მიერ მედლისთვის ბრძოლის შანსი უკვე უკიდურესად მცირეა.

დღეს, პრაღის ყინულის მოედანზე მედლებისთვის წყვილები იასპარეზებენ. ქართველ მოციგურავეებს, ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას, მოკლე პროგრამის შემდეგ 79,45 ქულა აქვთ და პირველ ადგილზე მყოფ გერმანელებს, მინერვა ჰასეს და ნიკიტა ვოლოდინს, 0,33 ქულით ჩამორჩებიან.