ბერლინში, „ოლიმპშტადიონზე" ევრო 2024-ის ბოლო, რიგით მეოთხე მეოთხდედფინალური შეხვედრა გაიმართა.
ნიდერლანდების და თურქეთის შეხვედრის პირველ ნახევარში ფავორიტად მიჩნეულმა ნიდერლანდებმა პირველ ტაიმში მაყურებელს ვერაფერი დაამახსოვრა, თურქებმა კი, რომელთა რიგებშიც ულტრამემარჯვენე ორგანიზაცია „ბოზკურტთან" („რუხი მგლები") ასოცირებული „მგლის მისალმების" ანალოგიური ჟესტით გოლის გატანის აღნიშვნის გამო უეფას მიერ დისკვალიფიცირებული მერიჰ დემირალი არ თამაშობდა, დროის მცირე მონაკვეთში ჩაწოდებული ოთხი კუთხურიდან ბოლო გოლად აქციეს.
გოლი ნიდერლანდელთა კარში სამეტ აკაიდინმა გაიტანა.
შეხვედრის 56-ე წუთზე ნიდერლანდელები საჯარიმოს ხაზთთან ახლოს არდა გიულერთან დაჯარიმდნენ და ამ უკანასკნელის საჯარიმოდან დარტყმულმა ბურთი კარის ძელთან შეხების შემდეგ დატოვა მოედნის ფარგლები.
66-ე წუთზე თურქებმა ჰაკან ჩალხანოღლუს შორიდან დარტყმული ბურთი მეკარე ბარტ ვერბრიუგენმა კარის წინ, თითქმის ქენან ილდიზის სიახლოვეს მოიგერია, მაგრამ მას მცველებმა დაასწრეს.
69-ე წუთზე ნიდერლანდელებს მიეცათ შანსი, მაგრამ თურქების მეკარე მერტ გიუნოკი მისწვდა ბურთს და კუთხურზე მოიგერია. კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთზე შტეფან დე ვრეიმ ითამაშა თავით, რის შემდეგაც მინდვრიდან ასხლეტილი ბურთი კარის ბადეში გაეხვია.
76-ე წუთზე თურქებმა ცუდად გამოიტანეს ბურთი საჯარიმოდან, ნიდერლანდელებმა საჯარიმოს ცენრტრიდან ბურთი მარჯვნივ გადაიტანეს, დენზელ დუმფრი საჯარიმოში შევიდა, ჩააწოდა და მეკარის მოედანთან ახლოს კოდი გაკპომ მცველებს დაასწრო.
85-ე წუთზე თურქებმა კიდევ ერთხელ ვერ შეძლეს კარის აღების შანსის გამოყენება. მეკარის მიერ ზლივს მოგერიებულ ბურთზე ყველას ქერემ აკტიურქოღღლუმ დაასწრო, მაგრამ ბურთი უძლიერესი დარტყმით მცველს მოახვედრა.
90+1 წუთზე გაკპომ მიიღო კარია აღების შანსი და ვერ გამოიყენა, 90+2 წუთზე კი სემიჰ კილიჩსოის დარტყმული ბურთი სასწაულებრივად მოიგერია ნიდერლანდელთა მეკარემ და საბოლოოდ ნიდერლანდებმა ანგარიშის შენარჩუნება შეძლო.
თურქეთი, რომელიც მეტოქეზე ცუდად არ გამოიყურებოდა და შექმნილი საგოლე მომენტების რაოდენობით სჯობდა კიდევაც მას, ასპარეზობას გამოეთიშა.
თურქეთი - შვეიცარია (1:0)
გოლები: 35' სამეტ აკაიდინი 1:0, 70' შტეფან დე ვრეი 1:1, 76' კოდი გაკპო 1:2
ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდებიან:
09.07 მიუნხენი, ესპანეთი - საფრანგეთი
10.07 დორტმუნდი, ინგლისი - ნიდერლანდები