მონტენეგროს ქალაქ პეტროვაცეში ჭადრაკში ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის შეხვედრები დასრულდა.

ევროპის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში ლიდერთა კვარტეტში შემავალი მერი არაბიძე და პოლინ გიშარი (საფრანგეთი) და პოლონელები, ალექსანდრა მალცევსკაია და ოლივია კიოლბასა შეხვდნენ ერთმანეთს.  

მერი არაბიძე მთელი პარტიის განმავლობაში მეთოდურად ავიწროებდა პოლინ გიშარს, ენდშილში კი ზუსტი თამაშის და ტექნიკის წყალობით შეძლო ორ მხედრთან ორი კუს უპირატესობის გამოყენება და მეტოქეს დანებება აიძულა.




პოლონელების შეხვედრაში ოლივია კიოლბასამ გაიმარჯვა

ლიდერები კვალში მყოფი ბელა ხოტენაშვილის და სალომე მელიას შეხვედრა ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა.

ლელა ჯავახიშვილმა ანასტასია სავინას (საფრანგეთი) სძლია

ელენე წოწონავამ ბერძენი ეკატერინა პავლიდოუ დაამარცხა.

ნია დოღვანმა ყაიმით დაასრულა შეხვედრა  სლოვენიელ მონიკა სპარილთან.

შეტევაში გართული ლილე ქორიძე მეტოქეს, პოლონელ კარინა ციფკას  ჩანაფიქრს ვერ მიუხვდა, ეტლი დაკარგა და წააგო. დიანა ლომია იანა ჟაპოვას დანებდა.

ბოლო ტურის წინ რვა-რვა ქულით მერი არაბიძე და ოლივია კიოლბასა ლიდერობენ. მათ 0.5 ქულით ჩამორჩებიან სალომე მელია და ბერძენი სტავრულა ცოლაკიდუ. შვიდი ქულით მე-5 ადგილზეა ლელა ჯავახიშვილი. 6,5 ქულა აქვს და მე-13 ადგილზეა ბელა ხოტენაშვილი.

სხვა ქართველ მოჭადრაკეთა შედეგები ასეთია:

ლილე ქორიძე - 5,5 ქულა;
ნია დოღვანი - 4.5 ქულა;
დიანა ლომია - 4.5 ქულა;
ელენე წოწონავა - 4.5 ქულა