დასრულდა ევროპა ლიგის და კონფერენც ლიგის განმეორებითი მეოთხედფინალური შეხვედრები

ლევერკუზენის „ბაიერმა" ლონდონში შეხვედრის 89-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა ფრედ დაასრულა.

ამ შედეგით „ბაიერმა" ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვა და „იუვენტუსის" მიერ 2011-2012 წლების სეზონზე დამყარებული ევროპული რეკორდიც - 43 მატჩი წაუგებლად - გააუმჯობესა.

„ვესტ ჰემი" - „ბაიერი"  1:1(1:0) პირველი მატჩი 0:2

 
„ლივერპულმა" ბერგამოში სწრაფი გოლი გაიტანა და ქომაგებს მცირე იმედი ჩაუსახა, მაგრამ დარჩენილ დროში ანგარიში სხვაობა ვეღარ გაზარდა და შეჯიბრებას გამოეთიშა.

„ატალანტა" - „ლივერპული" 0:1(0:1) პირველი მატჩი 3:0


“რომამ" მილანში გამარჯვების შემდეგ სახლშიც დაამარცხა „მილანი". აღსანიშნავია, რომ „რომა" 22-ე წუთისთვის დაწინაურდა ორი გოლით, 31-ე წუთიდან კი 10 კაცის შემადგენლობით თამაშობდა.

„რომა" - „მილანი" პირველი მატჩი 2:1(2:0) პირველი მატჩი 1:0


„მარსელი" - „ბენფიკა" 1:0(1:0, 0:0), პენალტებით 4:2 პირველი მატჩი 1:2
 

კონფერენც ლიგაზე „ლილმა" სახლში „ასტონ ვილა" 2:1 დაამარცხა და ორი შეხვედრის ჯამში გამარჯვებულის გამოსავლენად ჯერ დამატებითი დრო, შემდეგ კი პენალტები დაინიშნა დაინიშნა. „ასტონ ვილას" მეკარემ ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია, „ლილის" მეკარემ კი ერთი და ნახევარფინალში სტუმრები გავიდნენ.

„ლილი" - „ასტონ ვილა" 2:1(2:1,1:0), პენალტებით 3:4 პირველი მატჩი 1:2

ფიორენტინამ" 66-ე წუთიდან 10 კაცით დარჩენილ „ვიქტორიას" დამატებით დროში 2:0 მოუგო

„ფიორენტინა" - „ვიქტორია" 2:0(0:0,0:0) პირველი მატჩი 0:0

„ფენერბახჩე" - „ოლიმპიაკოსი" 1:0(1:0, 1:0), პენალტებით 2:3 პირველი მატჩი 2:3
 
„პაოკი" - „ბრიუგე" პირველი მატჩი 0:2(0:2) პირველი მატჩი 0:1

კონფერენც ლიგის ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდებიან:
2 მაისი „ასტონ ვილა" - „ოლიმპიაკოსი"
2 მაისი „ფიორენტინა" - „ბრიუგე"
8 მაისი „ბრიუგე" - „ფიორენტინა"
9 მაისი „ოლიმპიაკოსი" - „ასტონ ვილა"

ევროპა ლიგის ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდებიან:
2 მაისი „მარსელი" - „ატალანტა"
2 მაისი „რომა" - „ბაიერი"
9 მაისი „ატალანტა" - „მარსელი"
9 მაისი „ბაიერი" - „რომა"