დალასში, „დალას სტედიუმზე“, ფეხბურთი მსოფლიო ჩემპიონატის რიგით მეთოთხმეტე მეთექვსმეტედფინალური შეხვედრა გაიმართა.
ეგვიპტის და ავსტრალიის შეხვედრის პირველ ნახევარში მეტოქეებს თითო-თითო სახიფათო მომენტი ჰქონდათ და ეგვიპტელებმა ეს მომენტი გოლად აქციეს, ავსტრალიელებმა კი ზედა ძელს მოარტყეს ბურთი.
მეორე ნახევრის დასაწყისში ეგვიპტემ საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, ავსტრალიამ კი ეგვიპტელთა ავტოგოლით იხეირა და ამის შემდეგ მხოლოდ 90+3 წუთზე შეიქმნა ერთადერთი სახიფათო მომენტი, როცა ავსტრალიელთა მეკარემ სასწაულებრივად მოახერხა კარის დაცვა.
დამატებით დროში ანგარიში არ შეცვლილა, თერთმეტმეტრიანებით კი გამარჯვება ეგვიპტემ მოიპოვა.
ეგვიპტე - ავსტრალია დ.დ. 1:1(1:1, 0:0) პენალტები 4:2
გოლები: 13' ემამ აშური 1:0, 55' მოჰამედ ჰანი, საკუთარ კარში 1:1
მერვედფინალში ეგვიპტე არგენტინას და კაბო-ვერდეს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
შეგახსენებთ სხვა მეთექვსმეტედფინალური მატჩების შედეგებს:
კანადა - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 1:0(0:0)
ბრაზილია - იაპონია 2:1(0:1)
პარაგვაი - გერმანია დ.დ.1:1(1:1,1:0) პენალტები 4:3
მაროკო - ნიდერლანდები დ.დ.1:1(1:1, 0:0) პენალტები 3:2
ნორვეგია -კოტ დ'ივუარი 2:1(1:0)
მექსიკა - ეკვადორი 2:0(2:0)
საფრანგეთი - შვედეთი 3:0(1:0)
ინგლისი - კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 2:1(0:1)
სენეგალი - ბელგია დ.დ.2:3(2:2, 1:0)
აშშ - ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:0(1:0)
ესპანეთი - ავსტრია 3:0(1:0)
პორტუგალია - ხორვატია 2:1(0:0)
შვეიცარია - ალჟირი 2:0(1:0)
მერვედფინალური წყვილები:
04.07 კანადა - მაროკო
05.07 პარაგვაი - საფრანგეთი
06.07 ესპანეთი - პორტუგალია
07.07 აშშ - ბელგია
06.07 ბრაზილია - ნორვეგია
06.07 მექსიკა - ინგლისი
07.07 ეგვიპტე - არგენტინა/კაბო-ვერდე
08.07 შვეიცარია - კოლუმბია/განა




