თბილისში, „ბორის პაიჭაძე არენაზე“, ეროვნული ლიგის 21-ე ტურის შეხვედრა დასრულდა
თბილისის „დინამომ“ ვილნიუსში კონფერენც ლიგის მატჩში სამარცხვინო მარცხის შემდეგ საკუთარ მოედანზე „ისახელა“ თავი და დიდი ხნის შესვენების შემდეგ ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ „რუსთავთან“ 0:3 დამარცხდა.
„დინამო“ - „რუსთავი“ 0:3(0:3)
ქუთაისში, მინდორზე ათი კაცით დარჩენილმა „იბერია 1999-მა“ ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და ანგარიში 3:3 გახადა, მაგრამ მასპინძლებმა 84-ე წუთზე მეოთხე გოლის გატანა და გამარჯვების მოპოვება შეძლეს.
„ტორპედო“ - „იბერია 1999“ 4:3(3:1)




