ხორვატიის დედაქალაქში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირში დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთნენ. 

საჭიდაო ხალიჩაზე გასულმა 67 კგ წონითი მერვედფინალში ირანელ მოჰამად მაჰმუდ კამალის 6:4 სძლია, მეოთხედფინალში თურქი მურატ ფირატი 1:1-ზე ბოლო ქულის წესით დაამარცხა, ნახევარფინალში კი იაპონელ კაცუაკი ენდოს 11:3 მოუგო.

ფინალში დიეგო ჩხიკვაძე უზბეკი აიტჟან ხალმახანოვთან 2:2-ზე დამარცხდა და ზაგრების სარეიტინგო ტურნირის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ამავე წონაში რატი ხოზრევანიძემ ორი შეხვედრის მოგების შემდეგ მეოთხედფინალში იაპონელ კიოტარო სოგაბესთან 4:7 წააგო. მანამდე იაპონელმა მერვედფინალში ანრი ხოზრევანიძეს 8:0 მოუგო.

63 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყავდა. ამ წონის ფინალში ირანელმა ერფან ბეჰმან იარკანიმ ინდოელი ჩეტან ჩეტანი 8:4 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ თავისუფალი სტილი მოჭიდავეთა შორის ზაგრების სარეიტინგო ტურნირზე ვერცხლის აკაკი ქემერტელიძემ (70კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (86კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ნიკა ზაქაშვილმა (65კგ) და ანდრო მარგიშვილმა (97კგ) კი ბრინჯაოს მედლები,