დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერხლის მედლის მფლობელია.
ქართულმა წყვილმა რიტმულ ცეკვაში 77,90 ქულა დააგროვა, თავისუფალ ცეკვაში - 116,03, ორი პროგრამის ჯამში კი, 193,93 ქულა მოიპოვა და გრან-პრის სერიის პირველი ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა.




