გერმანიის ბუნდესლიგა 2-ში მეათე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ" მეათე ტურში პირველი მარცხი განიცადა. მან სახლში „ჰერტასთან" 1:3 წააგო.

„კარლსრუეს" მხრიდან გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. Flashscore-მ მასპინძელთან ყველაზე მაღალი შეფასება (7.6) ზივზივაძეს მისცა.