ბრატისლავაში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატში დღეს ასპარეზობაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაებნენ.

55-53-77-87-130 კგ წონით კატეგორიებში ხალიჩებზე გასული ხუთი ქართველი მოჭიდავიდან ხვალ მედლებისთვის ბრძოლას  ორი გააგრძელებს

77კგ წონით კატეგორიაში რამაზ ზოიძე ოქროს მედლისთვის სომეხ მალხაზ ამოიანს შეხვდება.

55 კგ წონით კატეგორიაში ვახტანგ ლოლუა ბრინჯაოს მედლისთვის სომეხ მანველ ხაჩატრიანს შეერკინება.

ბექა გურულმა (63კგ), აჩიკო ბოლქვაძემ (87კგ) და სულხან ბუიძემ (130კგ) პირველივე შეხვედრები წააგეს და ასპარეზობას გამოეთიშნენ