ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“, „ბორჯღალოსნებმა“ შემოდგომის მეორე ტესტ-მატჩში კანადას უმასპინძლეს.

„ბორჯღალოსნებმა“ მეტოქე საკმაოდ ადვილად დაამარცხეს, თუმცა კლასში არსებული განსხვავების და საკუთარ მოედანზე თამაშის გათვალისწინებით, მატჩის უფრო დიდი სხვაობით მოგების მოლოდინი არსებობდა. 

საქართველო - კანადა 38:17(17:3)

1. დავით აბდუშელიშვილი 2. ვანო კარკაძე 3. ირაკლი აფციაური (ლელო 5', 37' 44') 4. მიხეილ ბაბუნაშვილი 5. ლადო ჩაჩანიძე 6. ილია სპანდერაშვილი 7. ბექა საღინაძე 8. ბექა გორგაძე   
ხაზი
9. ვასილ ლობჟანიძე  10. თედო აბჟანდაძე (გარდასახვა 12', 45', 54', 65')  11. დემურ თაფლაძე (ლელო 25') 12.გიორგი შველიძე 13. გიორგი კვესელაძე 9ლელო 53') 14. შალვა აფციაური  15. დავით ნინიაშვილი  
მარქაფა
16. ირაკლი ქვათაძე 17. გიორგი თეთრაშვილი 18. ბექა გიგაშვილი 19. გიორგი ჯავახია 20. ლუკა ივანიშვილი 21. თორნიკე ჯალაღონია (ლელო 64') 22. გელა აფრასიძე 23. ლუკა მატკავა  
მწვრთნელი
რიჩარდ ქოქრილი


„ბორჯღალოსნებმა“ კანადა დღეს მეხუთედ დაამარცხეს ერთმანეთს შორის სულ გამართული რვა შეხვედრიდან:

06.06.2009 გლენდეილი, კოლორადო კანადა - საქართველო 42:10
20.11.2010 თბილისი, საქართველო - კანადა 22:15
23.06.2012 ბერნაბი, ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა, კანადა - საქართველო 31:12
09.11.2013 თბილისი, საქართველო - კანადა 19:15
02.09.2015 ეშერი, ინგლისი კანადა - საქართველო 16:15
10.06.2017 კალგარი, კანადა, კანადა - საქართველო 0:13
11.11.2017 თბილისი საქართველო - კანადა 54:22
15,112025 ბათუმი საქართველო - კანადა 38:17

ამ მოგებით საქართველოს სარეიტინგო ქულა არ შემატებია, კვლავ მე-11 ადგილზეა და შეინარჩუნებს თუ არა ადგილს თორმეტ საუკეთესო შორის და მოხვდება თუ არა მსოფლიო თასის წილისყრის დროს მესამე კალათაში, დამოკიდებულია, როგორც დღევანდელ მატჩზე უელსსა და იაპონიას შორის, ასევე 22 ნოემბრის მატჩზე საქართველოსა და იაპონიას შორის და უელსის ახალ ზელანდიასთან და სამხრეთ აფრიკასთან შეხვედრების შედეგებზე.