გერმანიის ბუნდესლიგაში მეთორმეტე ტურის შეხვედრები გაიმართა.

გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა" სახლში „შტუტგარტს“ 90+4 წუთზე გატანილი გოლით სძლია. 

გიორგი გოჩოლეიშვილი (Flashscore - 6.6) შეცვლაზე 67-ე წუთზე შევიდა.


„ჰამბურგი“ - „შტუტგარტ“ 2:1(1:0)
გოლები: 17' რობერტ გლატცელი 1:0, 54' დენიზ უნდავი 1:1, 90+4' ფაბიო ვიეირა 2:1
გაძევება: 81' ალექსანდერ როსინგ-ლელესიტი (ჰამბუგი“, მეორე ყვითელი)


ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ სტუმრად „უნიონ ბერლინი“ დაამარცხა.

ბუდუ ზივზივაძეს ტრავმის გამო არ უთამაშია.

„უნიონ ბერლინი“ - „ჰაიდენჰაიმი“ 1:2(1:0)
გოლები: 43' რანი ხედირა 1:0, 90' შტეფან შიმერი 1:1, 90+5' იან შოპნერი 1:2