უეფას ჩემპიონთა ლიგაზე საწყისი ფაზის ბოლოსწინა ტურის მეორე დღის შეხვედრები დაიწყო.

აღდამის „ყარაბაღმა“ შინ „აინტრახტი“ მიიღო და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

აზერბაიჯანელი ფეხბურთელები სწრაფი გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ ასევე სწრაფი საპასუხო გოლი მიიღეს.

პირველი ნახევარი ფრედ დასრულდა, მეორე ნახევრის 27-ე წუთზე კი მასპინძელთა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა და ფარეს შაიბის ზუსტი დარტყმის შემდეგ სტუმრები დაწინაურდნენ.

„ყარაბაღი“ არ დანებდა, ბრძოლა გააფრძელა და 8მე-80 წუთზე ანგარიში გათანაბრა, კომპენსირებული დროის მე-4 წუთზე კი მათმა შეუპოვრობამ და ბრძოლის ჟინმა ნაყოფი გამოიღო და შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.

ძნელი წარმოსადგენია, რომ ბოლო ტურის შეხვედრას ინგლისში, „ლივერპულთან“, აზერბაიჯანელი ფეხბურთელები მოიგებენ ან თუნდაც ფრედ ითამაშებენ, თუმცა, კიდევ არანაკლებია იმის ხდომილება, რომ„ყარაბაღმა“ ოცდაოთხ საუკეთესოში ადგილი ვერ შეინარჩუნოს და პლეი-ოფში ვერ გავიდეს. 

„ყარაბაღი“ - „აინტრახტი“ 3:2(1:1)
გოლები: 4' კამილო დურანი 1:0, 10' ჯან უზუნი 1:1, 72' ფარეს შაიბი  თერთმეტმეტრიანიდან 1:2, 80' კამილიო დურანი 2:2, 90+4' ბახლულ მუსტაფაზადე 3:2