ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ აუდიტორიაში მოძრაობა „დაფიონის“ წევრები და უნივერსიტეტის სტუდენტები, სულ მცირე, ათამდე პირი იმყოფება. მათი მოთხოვნა უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომაა.

მათივე განცხადებით, დღეს დაგეგმილია ლექციის ჩატარებაც, რომლის მთავარი თემა იქნება სამოქალაქო დაუმორჩილებლობა და ბოიკოტი. ლექციას მოძრაობა „დაფიონის“ წევრი ზვიად ცეცხლაძე წაიკითხავს.

„ჩვენი პროტესტის მთავარი მიზანი არის თსუ-ს გაწმენდა, რექტორის გადადგომა. ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც იგი „ქართულ ოცნებას“ კოჭს უგორებდა, ახლა კი პოლიციურ რეჟიმს დაუთმო სივრცე დასაბანაკებლად, რისი უფლებაც არ აქვთ. ეს უნდა ყოფილიყო შეთანხმებული რექტორთან. ორი ვარიანტია: ან რექტორმა თანხმობა მისცა, რაც სირცხვილია, ან არ მისცა თანხმობა და ისე შევიდნენ, rac სამართალდარღვევაა. არცერთი ვარიანტი ჩვენთვის მისაღები არ არის“, – განაცხადა ზვიად ცეცხლაძემ.

აუდიტორიაში მყოფი პირები ამბობენ, რომ პროტესტის გამოხატვაში ხელს არ უშლიან.