სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელი ცოფის თანამედროვე მეთოდების დანერგვას ახორციელებს. აღნიშნულის ფარგლებში,  ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში იგეგმება ცოფის დაავადების დიაგნოსტიკის დანერგვა კვლევის ახალი მეთოდების შესაბამისად. 

ამ ეტაპზე, თბილისის ცენტრალურ ლაბორატორიაში, ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის სპეციალისტებს, ცოფის დიაგნოსტიკის მეთოდიკის შესასწავლად, ტრენინგები უტარდებათ.

გეგმის თანახმად, 2023 წლისთვის, ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში სრულფასოვნად უნდა დაიწყოს ცოფის დაავადების დიაგნოსტიკა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დასავლეთ საქართველოში ცოფის დაავადების ოპერატიულ დიაგნოსტირებას.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელში აქტიურად მიმდინარეობს კვლევის მეთოდების დანერგვის და სრულყოფის პროცესი.