თბილისის რკინიგზის სადგურის  ტერიტორიაზე მდებარე  ე.წ. ბორჯომის ბაზრის ტერიტორიაზე გამთენიისას ცეცხლი გაჩნდა, სადაც ტანსაცმლის, ხილ-ბოსტნეულის და სხვადასხვა სახის სასაწყობე ფართებია.

ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

ამ დროის მონაცემებით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე დილიდან იმყოფებიან მოვაჭრეებიც.