მეტროსადგური „თავისუფლება“ შეუფერხებლად და ჩვეულ რეჟიმში ემსახურება მგზავრებს, – ამის შესახებ  დედაქალაქის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს მეტროსადგურ „თავისუფლების“ ზედა ფოიეში გამოყენებულ იქნა ცრემლსადენი აირი მგზავრთა გადაადგილების შეფერხების მიზნით. აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოებაში პანიკის დათესვას“, – აღნიშნულია განცხადებაში.