"ხალხის ძალის" წევრი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2023 წლის ანგარიშს სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც მეგრელიშვილი წერს, ციფრები საუბრობენ მიღწეულ წარმატებებზე!
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიში 2023 - საქმით მოპოვებული გამარჯვება! ციფრები საუბრობენ მიღწეულ წარმატებებზე! პრაგმატული პოლიტიკა, ხელშესახები შედეგები და ყველაზე დიდი მონაპოვარი - მშვიდობის სახით! ბოლო 11 წელში ქვეყნის ეკონომიკა გასამმაგდა, ხოლო ბოლო სამ წელში 30 მილიარდი ლარით გაიზარდა. 2012 წელს მშპ იყო 27 მილიარდი ლარი; 2023 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 80 მილიარდს, ხოლო 2024 წელს 86 მილიარდს შეადგენს; 2023 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 8100 აშშ დოლარს, ხოლო 2024 წლისთვის 8500 დოლარს გადააჭარბებს. 2012 წელს ბიუჯეტის მოცულობა იყო 8 მილიარდ 465 მილიონი ლარი, 2024 წელს კი 28 მილიარდ 700 მილიონი ლარი იქნება.
მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით, საქართველო გადავიდა საშუალოზე მაღალი შემოსავლის ქვეყნებს შორის. პროგნოზების თანახმად, უკვე 2028-2030 წლებში საქართველო დაუახლოვდება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მედიანურ სტანდარტს, ანუ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების იმ დონეს (მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით), რაც, დაახლოებით, საშუალოდ, დღეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს აქვთ. 2023 წელს 2012 წელთან შედარებით, დასაქმებულთა საშუალო ხელფასი გაზრდილია 2.5-ჯერ - 750 ლარიდან 1850 ლარამდე. ბ
იზნეს სექტორში საშუალო ხელფასი 2012 წელთან შედარებით ასევე 2.5 -ჯერ - 780 ლარიდან 2000 ლარამდე გაიზარდა; 2022 წელს ბიზნესსექტორის ბრუნვა 2012 წელთან შედარებით 4-ჯერ გაიზარდა, 42 მილიარდი ლარიდან 181 მილიარდ ლარამდე; ბიზნესსექტორის გამოშვება 2022 წელს 2012 წელთან შედარებით გაზრდილია 3-ჯერ, 23 მილიარდი ლარიდან 71 მილიარდ ლარამდე; 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ბიზნესსექტორის ბრუნვა 12.6%-ით გაიზარდა 143 მილიარდ ლარამდე, ხოლო ბიზნესსექტორის გამოშვებამ 54 მილიარდი ლარი შეადგინა. პროგრამის, „აწარმოე საქართველოში“ ამოქმედების დღიდან, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 12,000-მდე პროექტი, შეიქმნა 70,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი და გაიცა 400 მლნ ლარზე მეტი დაფინანსება. მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამით 2015-2023 წლებში დაფინანსებულია 12 000-ზე მეტი ბენეფიციარის 9000-ზე მეტი ბიზნესპროექტი. ბენეფიციარების 43% ქალი მეწარმეა.
2023 წელს პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 1140 პროექტი, მათი 50% ასევე ქალი მეწარმეა. ჯამურად გაცემული გრანტების მოცულობა კი 116 მილიონ ლარს შეადგენს. ეს არის სახელმწიფოს ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის შედეგი! ეს არის მშვიდობა და მისი მნიშვნელობა. წარმატება და განვითარება ქართულ სახელმწიფოს!“- წერს თამთა მეგრელიშვილი.