ლიტერატურული პრემია „საბას“ მე–14 დაჯილდოების ცერემონიას დავით მუხრანბატონის სასახლემ უმასპინძლა. „საბამ“ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული 11 ავტორი გამოავლინა.
ნომინაციაში ელექტრონული წიგნი გამარჯვებულია ოთარ ჯირკვალიშვილის „ლაზარე“.
ნომინაციაზე წარდგენილნი იყვნენ:
1. გოჩა სხილაძე, „უნაპირო მდინარე“ (ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“)
2. ოთარ ჯირკვალიშვილი, „ლაზარე“(ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“)
3. გიორგი ლორთქიფანიძე, „სია“(ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“)
4. ხათუნა ხაბულიანი, „პუბლიკაციები“(ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“)
ჟიურის გადაწყვეტილებით, ლიტერატურული პრემია „საბა“ ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა ტარიელ ჭანტურიას.