თბილისის საქალაქოს სასამართლომ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს  აღკვეთის ღონისძიების სახედ 50000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

 2003 – 2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ბრალდება გუშინ წარუდგინა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით დაიწყო, რაც ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.