საკონკურსო სიმღერა Shine like a star კომპოზიტორ გიგა კუხიანიაძეს ეკუთვნის. მასთან ერთად ტექსტზე მარიამ ღვალაძემ იმუშავა, რომელიც ჯგუფ „ქენდის“ ერთ-ერთი მონაწილეა (ჯგუფმა „ქენდიმ“ საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე გამარჯვება 2011 წელს მოუტანა).
საკონკურსო სიმღერის ვიდეორგოლზე პირველმა არხმა იმუშავა. ვიდეოს რეჟისორია თემურ კვირკველია, კოსტიუმი კი იზა ნადარეიშვილს ეკუთვნის.
გადაღებები უფლისციხეში მიმდინარეობდა. ანიტა აბგარიანს ვიდეოში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედის ორკესტრი უწევს თანხლებას.
ინფორმაციას საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელი ავრცელებს.








