თბილისის ანძა საქართველოს დროშის ფერებში განათდა, რაც ასევე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფორმის ფერებს წარმოადგენს. 

ამით დედაქალაქი, ისევე, როგორც მთელი საქართველო, მხარდაჭერას გამოხატავს ეროვნული ნაკრების მიმართ. 

საქართველო-ესპანეთის მატჩამდე წუთები რჩება. მატჩის გამარჯვებული გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალის საგზურს მოიპოვებს.

გამარჯვებას ვუსურვებთ ეროვნულ ნაკრებს და საქართველოს.