ირაკლი იმნაიშვილი "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად დაინიშნა

1566835836
ამის შესახებ რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე განაცხადა.
ბრიფინგზე პაატა სალიასთან ერთად იმყოფებოდა ირაკლი იმნაიშვილიც.
იმნაიშვილი წლების წინ ტელეკომპანია "მზეში" მუშაობდა, შემდეგ კი რამდენიმე წელი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა და ტელეკომპანია BBC-ში მუშაობდა.