სადაა ჯანდაცვის სამინისტრო, რომ გააფრთხილოს ხალხი, განსაკუთრებით მოხუცები და რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები, შეახსენოს მათ, რომ სასურველია პირბადის გამოყენება თუნდაც ტრანსპორტში, რომ კორონა არსად გამქრალა და ისევ იღუპებიან ადამიანები - წერს "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
"უამრავ ჩემს ნაცნობს დაუდასტურდა კორონავირუსი. გრიპიც საკმაოდ არის მოდებული, არა და “სეზონი” არც კი დაწყებულა. სადაა ჯანდაცვის სამინისტრო, რომ გააფრთხილოს ხალხი, განსაკუთრებით მოხუცები და რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები, შეახსენოს მათ, რომ სასურველია პირბადის გამოყენება თუნდაც ტრანსპორტში, რომ კორონა არსად გამქრალა და ისევ იღუპებიან ადამიანები. რატომ არ ქვეყნდება სტატისტიკა და რატომ უნდა გვიწევდეს ინფორმაციის გამოთხოვა ე. წ. სადეპუტატო შეკითხვის მეშვეობით?
ყველამ კარგად იცის იმ საოცარი შედეგის შესახებ, როცა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში გრიპი ფაქტობრივდ გაქრა. ამის მიზეზი ჰიგიენური ნორმების დაცვა და პირველ რიგში, პირბადეების გამოყენება იყო. თუ სწორად მართავ პროცესს, ზიანის შემცირებაც შესაძლებელია და ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენაც".