მეღვინე და ღვინის საერთაშორისო ექსპერტი, რეზი ცეცხლაძე Berliner Wine Trophy-ზე ჟიურის წევრად მიიწვიეს, რომელიც 2023 წლის აგვისტოში ბერლინშიგაიმართება.
რეზი ყველაზე ახალგაზრდა ქართველი ღვინის საერთაშორისო მსაჯია, რომელმაც უკვე რამდენიმე სხვადასხვა საერთაშორისოდ აღიარებულ ღვინის კონკურსზე იმსაჯა.
Berliner Wine Trophy-ი მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ღვინის კონკურსია, რომელიც OIV(ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია)-ისორგანიზებითა და მხარდაჭერით იმართება. კონკურსი ყოველწლიურად მსოფლიოს საერთაშორისო ღვინის მწარმოებლებსა და დისტრიბუტორებს აერთიანებს.
2022 წელს, რეზი ცეცხლაძემ IWSC (International Wine and Spirits Competition)-ისა და IQWC (International Qvevri Wine Competition)-ის საერთაშორისო კონკურსებზე იმსაჯა.