აშშ- ში ქართველი მუსიკოსი, პიანისტი, კომპოზიტორი  ლევან შენგელია  49 წლის ასაკში, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ლევან შენგელია 1975 წლის 6 მაისს დაიბადა სამტრედიაში.

19 წლის წავიდა ამერიკაში, ცხოვრობდა მაიამიში, ვაშინგტონში, ტეხასში, ბოლოს ნიუ-იორკში მოღვაწეობდა.

მის პროექტებს შორის გამორჩეულია მუსიკალური საღამოები ,,ჯადოსნური ღამე“, რომელიც ყოველწლიურად იმართება რეგიონებში. ლევან შენგელია პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა და Piano School of New York City-ში და Anselmo Academy of Music and the Arts-ში ასწავლიდა. იყო ანსამბლ „საუნჯეს“ სამხატვრო ხელმძღვანელი.