ხელნაწერი შეიცავს სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტურ დამოწმებებს არამეულის უახლოეს დიალექტზე. ეს დიალექტი ყველაზე ახლოსაა იმ ენასთან, რომელზედაც იესო ლაპარაკობდა, - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის მიერ კრისტის აუქციონზე იოანე ზოსიმეს უძველესი ხელნაწერის შესყიდვის შესახებ წერს.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, ხელნაწერი შეიცავს სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტურ დამოწმებებს არამეულის უახლოეს დიალექტზე.


„წიგნის პალიმფსესტური ფურცლები ინახავს ტექსტებს ქრისტიანულ-პალესტინურ, არამეულ და ქართულ ენებზე. პირველადი ტექსტი V-VII საუკუნის ბოლოა, ხოლო იოანე-ზოსიმეს მიერ პირადად დაწერილი ზედა ტექსტი ზუსტად 979 წლით თარიღდება.

 ხელნაწერი შეიცავს სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტურ დამოწმებებს არამეულის უახლოეს დიალექტზე. ეს დიალექტი ყველაზე ახლოსაა იმ ენასთან, რომელზედაც იესო ლაპარაკობდა და რომელიც შედგენილია წმინდა მიწაზე დაფუძნებული ცოცხალი ტრადიციის ფარგლებში“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ცნობისთვის, იოანე - ზოსიმეს ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან ბიძინა ივანიშვილმა "კრისტის" აუქციონზე მილიონ ფუნტად შეიძინა - ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა