რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე საქართველოს პირველი არხის ოპერატორი ბესო გაფრინდაშვილი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

„ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პიროტექნიკა დამიზნებით ესროლა.

ბესო გაფრინდაშვილს სამედიცინო დახმარება ადგილზე ჩაუტარდა. მას ხელი აქვს დაზიანებული. ამ წუთებში ის კლინიკაში გადაჰყავთ“.