ამის შესახებ დიაკვანი პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს: 

დიახ, მე მიყვარს უწმინდესი… სულ არ მაინტერესებს მისი შეცდომები… ის ადამიანია, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით… მას არ შეეძლო ვინმეს გაწირვა, განადგურება…
ის ბევრჯერ დამდგომია მხარში და უცია ნუგეში…
მაშინაც, როცა ბნელი ძალები, ჩემი პოეზიის გამო ჩემს განკვეთას ითხოვდნენ… 
ეს ახლა კი არ დაიწყო, მაგრამ ახლა ის გამოვლინდა, რომ ზოგიერთები გუნდურკს უკმევენ…
დღეს ვინც პეტრეს დასჯას ითხოვს, თავის დროზე, ოღონდ  კულუარებში, მიწასთან ასწორებდნენ პატრიარქს… მერე საპატრიარქოში ყურმოჭრილი მონებივით დაემხობოდნენ და ფეხის ტერფებს უკოცნიდნენ ისევ უწმინდესს…
ჩემგან განსხვავებით არასდროს ყოფნიდათ ვაჟკაცობა, პირში ეთქვათ ის, რასაც პატრიარქის ზურგსუკან ბოდავდნენ…
დიახ, ისინი განიკითხავდნენ  უწმინდესს, მისი მხატვრობის გამო, მუსიკის შექმნის გამო, კონცერტებზე სიარულის გამო, მსახიობებთან, მწერლებთან, პოეტებთან შეხვედრის გამო… 
განიკითხავნენ უწმინდესის ცნობილი კომპოზიციის გამო-,,დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო”!…
განიკითხავდნენ ყველა იმ ღირებულების გამო, რაც წესით ადამიანში ყველაზე მეტად უნდა დააფასო…
 დღეს იგივე აზრზე არიან და მეტად იმუქრებიან, ოღონდ ,,რაღაცას” ელოდებიან!…