თბილისის საკრებულოს სხდომაზე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ, მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
მისი განცხადებით, არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია, რადგან ქართულმა ოცნებამ მერობის კანდიდატი წარადგინა კახა კალაძე, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს განაცხადს და ამბიციას, რომ თბილისმა განაგრძოს განვითარება.
„კახი კალაძის მერობის პირობებში თბილისი მეტად გალამაზდა, უფრო მწვანე და მოწესრიგებული გახდა. ამასთან, დაიწყო იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც დღემდე ჯერ ისევ პრობლემებად რჩება, ასეთია, მაგალითად, ავარიული სახლები, წყალმომარაგება, მიწისქვეშა კომუნიკაციები და სხვა, რომელთა სრულად მოგვარებას,
მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, დრო სჭირდება. ბუნებრივია, მათზე ზრუნვა მომავალშიც გაგრძელდება. ასევე, წლებია მიმდინარეობს მუშაობა დაუმთავრებელ მშენებლობებზე და, ფაქტობრივად, ყველა დაზარალებულის საკითხი ყოველი საკრებულოს სხდომაზე დადებითად წყდება“, - განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.
როგორც საკრებულოს დეპუტატმა აღნიშნა, ძალიან ბევრი პროექტია განხორციელებული, რასაც ყოველდღიურად გრძნობენ კიდეც დედაქალაქის მაცხოვრებლები. მისი თქმით, სხვადასხვა პროგრამების საშუალებით
მუნიციპალიტეტი ძალიან ბევრ თანამოქალაქეს ეხმარება.
„არჩევნები გულისხმობს წარსულის სწორად შეფასებას და მომავლის განსაზღვრას.
გამომდინარე იქიდან, რომ გასულ წლებში ნამდვილად ბევრი რამ არის გაკეთებული ქალაქისთვის, რისი არასრული ჩამონათვალიც მერის მიერ წარმოდგენილ ანგარიშებში მოვისმინეთ, დარწმუნებული ვარ, ეს სია გაგრძელდება და მომდევნო ოთხ წელიწადში მეტი სიკეთე ელოდება თბილისს და მთელ საქართველოს“, - აღნიშნა ნინო
ვარდოსანიძემ.