თბილისის საკრებულოს წევრმა, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნიკო კახეთელიძემ განაცხადა, რომ დამატებითი ექსპერტიზა იმ შემთხვევაში ჩატარდებოდა, თუ მოხდებოდა შეთანხმება.
„შეთანხმება ასე კეთდება, რომ კონკრეტულმა მხარემ, „გრინსერვისის“ ან დამკვეთის, მერიის მხარემ, თუ ის შეამჩნევს რაღაცას, ან დამატებით მოუნდა რაღაცის კეთება, ოფიციალურად უნდა მიწეროს კომპანიას და კომპანია თანხმდება ან არ თანხმდება ამას. შემდგომ დგება შეთანხმება, ოფიციალური დოკუმენტი და ამ შეთანხმების საფუძველზე სამუშაოს ჩატარება. მაშინ უკვე შესაძლებელია მიღება-ჩაბარების აქტიც, ინსპექტირების დასკვნაც და ა.შ. მე არ ვიცი, მაგრამ ეს დოკუმენტი წარმოდგენილი არ არის. შესაძლებელია ისიც, რომ სამსახურის უფროსის მოადგილემ უბრალოდ აღნიშნა, რომ ეს კაბელი ცუდად დევს, ცუდად ჩანს და მათ ასე გააკეთეს. არ ვიცი, ვინ ვის რა უთხრა, ძალიან რთულია ამის თქმა, ეს გამოძიების საგანია“, – განაცხადა კახეთელიძემ. წამყვანის კითხვაზე, უნდა დადგეს თუ არა კახა კალაძის პოლიტიკური პასუხიმგებლობა, ნიკო კახეთელიძემ განაცხადა: ამ ფაქტის, ძალიან მძიმე ფაქტის მიუხედავად, კახა კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი უადგილოდ მიმაჩნია. მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რაც დაპირდა თბილისელებს, შეასრულოს თავის ვადაში, რასაც ის ძალიან წარმატებულად ახერხებს.