ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ციცინო მოსიძემ მომღერალი ნინო ქათამაძე, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, ფსიქოლოგი  მაია ცირამუა, მასწავლებელი ვლადიმერ აფხაზავა, ჟურნალისტი ხვიჩა ვაშაყმაძე, ირინა ზარანდია, ქეთევან ფილაური, ეკა კუხალაშვილი და გივი ცინცაძე 5000-5000 ლარით დააჯარიმა.

ცხრავე პირმა  „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის შეფართებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა 26 იანვარს მოსამართლის მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან გააპროტესტა, რის გამოც ისინი დღეს სასამართლომ სამართალდამრღვევებად ცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პირველი პრიმა მუხლს ედავებოდა

ცნობისთვის, ბათუმის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილი ინტერნეტ გამოცემა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა

მზია ამაღლობელს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ბრალი წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის  ირაკლი დგებუაძემ განაცხადა:  "ყველა პირი, რომელიც დაკავდა ადმინისტრაციული წესით, არის დაკავებული სამართალდარღვევისთვის. კონკრეტულ მტკიცებულებებს წარმოვადგენთ სასამართლოში და იქ იმსჯელებს მოსამართლე, არაკანონიერად დავაკავეთ თუ კანონიერად. მზია ამაღლობელის დაკავების კადრები არსებობს რომელსაც თუ ნახავთ, თქვენ თავად გასცემთ ამ კითხვას პასუხს. ახლა კითხვებზე პასუხისგან თავს შევიკავებ, რადგან ჩემ მიმართ იყო მისი მხრიდან თავდასხმა, დანარჩენს სასამართლოში გავარკვევთ".

მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს.

ფოტო "მთავარი არხი"