დღეს ფოთში, აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძრის განახლების ( ენკენიობის) ათი წლის იუბილე და ქალაქის დღე აღინიშნა.
ფოთისა და ხობის ეპარქიის ორგანიზებით, სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა. ფოთის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა ფოთისა და ხობის მიტროლიტმა გრიგოლმა, საქართველოს მართლადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლინა. ტაძრის სამრევლო დარბაზს ნიკო ნიკოლაძის სახელი მიენიჭა და ამავე დარბაზში ფოთის ისტორიის ამსახველი ფოტო-მასალის გამოფენა მოეწყო. ტაძრის ეზოში სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართა.
ფოთის საკათედრო ტაძრის დღესასწაულს ეპისკოსები, ეპარქიის სასულიერო პირები და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
,,დღეს ძალიან ემოციური დღე არის, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ამ ქალაქისთვის განსაკუთრებულად , რადგან ქალაქის დღეა, ქალაქის ზეიმია და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის დღის დაწესება უკავშირდება ქალაქის მთავარ დღესასწაულს, ფოთის საკათედრო ტაძრის აღდგენას და აქედან აღვავლინეთ ჩვენ ლოცვები ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ , ყველა ადამიანის საკეთილდღეოდ , რომელიც ღვთის წიაღში ეძებს თავშესაფარს. დღეს კვირაცხოვლობაა , განახლება არის აღდგომის დღესასწაულის და სიმბოლურია ძალიან , რომ ამ ტაძრის კურთხევა უკვე აღდგენილი ტაძრისა მოხდა სწორედ აღდგომის განახლების დღესასწაულზე და თითოეულ ადამიანს ვუსურვებ, რომ აი, ამ ბრწყინვალე აღდგომის საიდუმლოში ეპოვოს თავისი თავი და თავისი ცხოვრების გადარჩენის და წარმატების გასაღები,“- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
ფოთის საკათედრო ტაძრის დღე 2013 წლიდან, ყოველ წელს , კვირაცხოვლობას აღინიშნება.