საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრებს მათემატიკის 64-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე გამარჯვებას ულოცავს.
"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრებმა დიდი წარმატებით იასპარეზეს მათემატიკის 64-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე, რომელიც იაპონიაში გაიმართა.
ოქროს მედლის მფლობელი გახდა კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლე დავით კლდიაშვილი.
ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თორნიკე ბერიამ, გურამ მაჭარაშვილმა, თამარ ფეიქრიშვილმა და ალექსანდრე კორკოტაშვილმა. საპატიო სიგელით კი დაჯილდოვდა ამავე სკოლის მოსწავლე ივანე ყულჯანიშვილი.
გილოცავთ ბავშვებო, წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გელით!“, - წერს სოციალურ ქსელში გიორგი ამილახვარი.